"მარტო სახლში"- შემთხვევა რუსთავში [video]

2019-12-03 00:54:06

რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში, მეხანძრე-მაშველებმა ჩაკეტილი საცხოვრებელი სახლიდან 2 წლის ბავშვი გამოიყვანეს. [ვიდეო/video]

როგორც "ინფო რუსთავს" ბავშვის დედამ განუცხადა, ის საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე წუთით გავიდა, მარტო დარჩენილმა გოგონამ კი კარი შიგნიდან ჩაკეტა. მცირეწლოვანი ბავშვის დედა სახლში შეღწევას დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში ცდილობდა.

ბავშვის დასახმარებლად ერთ-ერთი მაშველი მე-7 სართულიდან მე-6 სართულზე თოკით დაეშა და სახლში, რომელშიც გოგონა მარტო იმყოფებოდა, აივნიდან შეაღწია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მცირეწლოვანი საცხოვრებელი სახლიდან უვნებლად გამოიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI