მეტროს მარშრუტი: სამგორი - ლილო - რუსთავი

2019-05-15 22:35:45

თბილისის მერმა სხდომაზე განაცხადა რომ უკვე გამოვლინდა კომპანია რომელიც მიწისზედა მეტროს მშენებლობისთვის კვლევას განახორციელებს. თუ კვლევები დადებითი შედეგით დასრულდა 15 თვეში უკვე გამოცხადება ტენდერი რომლის განხორციელების შემთხვევაში თბილისი რუსთავს მეტროთი დაუკავშირდება.

"ჩვენ გაჟღერებული გვქონდა ახალი მიწისზედა მეტროს მშენებლობა, სამგორი-ლილოს მიმართულებით და ასევე გვინდოდა კვლევები ჩაგვეტარებინა სამგორი-რუსთავის მიმართულებით, რომ თბილისი და რუსთავი ერთმანეთს მეტროთი დაუკავშირდეს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გამოცხადებული ჰქონდა კონკურსი ამ ორივე მიმართულებაზე პროექტთან დაკავშირებით და გვყავს გამარჯვებული, ეს არის ALF consulting engineers, ავსტრიული კომპანია, საერთაშორისო დონის კომპანია უდიდესი გამოცდილებით.

ეს არის გამარჯვებული კომპანია, რომელმაც უნდა განახორციელოს პროექტი, უნდა განახორციელოს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ამ ორივე ხაზისთვის, მოამზადოს პროექტი, სატენდერო დოკუმენტაცია სამგორი-ლილოს ხაზის მშენებლობისთვის და რუსთავთან დამაკავშირებელი მიმართულებაზე გვეცოდინება რამდენად შესაძლებელია ამ პროექტის განხორციელება. ბიუჯეტი ამ ორივე პროექტის არის დაახლოებით 13 მილიონი. 15 თვე აქვს კონკრეტულ კომპანიას და შემდეგ როდესაც ქვეყნდება სრული დოკუმენტაცია, გამოვაცხადებთ ტენდერს მშენებლობაზე", - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

RUSTAVI