საქართველოში პირველ აირსოფტის პროფესიონალური პოლიგონი რუსთავში გაკეთდება.
პოლიგონი მარცხენა და მარჯვენა სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარედ, ე.წ. "კუკუშკას" ტერიტორიაზე განთავსდება.
პროექტი ხორციელდება "აირსოფტის ეროვნული ფედერაციის" მიერ, მათ უკვე მიიღეს 1 წლის ვადით მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობის უფლება.
პროექტის ფარგლებში იგეგმება 2 ან 3 პოლიგონის მოწყობა. არსებული ტერიტორის განახლება და მოწესრიგება.
როგორც ჩვენთან საუბრისას "აირსოფტის ეროვნული ფედერაციის" წარმომადგენელმა განაცხადა - "სამუშაოები 2 თვის ვადაში დასრულდება, პროექტი უკვე წარდგენილია მერიაში, თანამშრომლობა უკვე დაწყებულია."
პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება სკოლებსა და ახალგაზრდებს შორის, სპორტულ-პატრიოტული თამაშების ჩატარება.
"აირსოფტის ეროვნული ფედერაცია" პოლიგონის მოსაწყობათ 30 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.