ახალი დეტალები დაკავებულ მამაკაცზე

2018-10-28 00:02:15

მამაკაცი, რომელიც პოლიციამ გარყვნილი ქმედებისთვის რუსთავში დააკავა 1986 წელს დაბადებული ვ.ლ-ა. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, 32 წლის მამაკაცს ჰყავს მეუღლე და 3 შვილი.

23 ოქტომბერს, "ინფო რუსთავი"-ს მიერ გავრცელებულ მასალას, სადაც საუბარი იყო რუსთავში, ბავშვების თვალთავლის და ადევნების ფაქტებზე, საზოგადოების მხრიდან დიდი აღშფოთება მოჰყვა.

ჩვენი ინფორმაციით მასალის გამოქვეყნების შემდეგ პოლიციამ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო, დაიკითხა ათობით მოწმე, ძირითადად 10 წლამდე ბავშვები. ისინი ადასტურებდნენ, რომ მათ უთვალთვალებდნენ. არსებული ინფორმაციით, უცნობი მამაკაცი არასრუწლოვნებს მანქანით მომსახურებას სთავაზობდა, ასევე ხშირი იყო ტკბილეულის შეთავაზება, რის შემდეგაც ბავშვებთან სექსუალური შინაარსის საუბარს აგრძელებდა და ცდილობდა ტანსაცმლის გახდას. ჰქონდა თუ არა დაკავებულს ბავშვებთან სექსუალური კავშირი ჩვენთვის უცნობია, თუმცა აღსანიშნავია რომ პოლიციამ მამაკაცი სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დააკავა, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს და ითვალისწინებს სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე.