"ინფო რუსთავის" მიერ თვალთვალისა და ადევნების ფაქტზე გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ სააგენტოს შსს-დან დაუკავშირდნენ და განუცხადეს რომ -
"დაკავებულია 1986 წელს დაბადებული მამაკაცი, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს და ითვალისწინებს სასჯელის ზომად 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას."