2026-04-01 18:27:58
12 აპრილს მართმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
წინასააღდგომო პერიოდში განსაკუთრებით იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც სასაფლაოებს სტუმრობენ და მათი ოჯახის წევრების, ნათესავებისა თუ ახლობლების საფლავებს აწესრიგებენ.
რუსთავის სასაფლაოს მიმართულებით ქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტი ყოველ შაბათ-კვირას ემსახურება მოქალაქეებს, გთავაზობთ N10 და N10ა ავტობუსის მუშაობის გრაფიკსა და მოძრაობის მარშრუტს.
ტრანსპორტი მოძრაობას დილით 08:00 საათზე იწყებს და გასვლის ადგილი შარტავას N14.
N10-ის მარშრუტი: შარტავას N14 - შარტავას N8 - შარტავას N4ა - შარტავას 2- შარტავას გამზირი(რუსთაველის მოედანი) - ხალხთა მეგობრობის გამზირი(სასტუმროს მ/ტ) - მეგობრობის N26 - მეგობრობის გამზირი(არქივი) - მეგობრობის გამზირი N14, მეგობრობის გამზირი N6 - მეგობრობის გამზირი(გმირთა მემორიალი) - კოსტავას N1 - კოსტავას N11 - კოსტავას N17 - რუსთაველის ქუჩა(მუსიკალურის მხარეს) - რუსთაველის ქუჩა(ქიმიკოსთა სახლი) - ქუსთაველის ქუჩა N31 - დ.გარეჯის N8 - ახალი სასაფლაო.
N10ა-ს მარშრუტი: შარტავას N14 - შარტავას N8 - შარტავას N4ა - შარტავას 2- შარტავას გამზირი(რუსთაველის მოედანი) - მესხიშვილის ქუჩა N9 - თოდრიას ქუჩა(წრე) - მე-12 მკ.რ - მე-12 მკ.რ N3 კორპუსი - აღმაშენებლის გამზირი (რაგბის სტადიონის მიმდებარედ) - ახალი სასაფლაო.