სექტემბრიდან ე. წ. შავი სიის ტერმინი გაუქმდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საფინანსო ინსტიტუტებს მომხმარებლებისთვის ნეგატიური სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა აღარ ექნებათ.
საზოგადოება და ბანკების საბანკო პროდუქტების ექსპერტის განმარტებით, ნეგატიური სტატუსის გაუქმება უფრო მეტად პროგრამული ცვლილებაა და მომხმარებლებისთვის ბევრს არაფერს ცვლის.
"კრედიტინფოს მონაცემთა ბაზაში შედის ცვლილებები და ნეგატიური ჩანაწერის ანულირება ხდება რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამულად მოხდება მხოლოდ ცვლილება და ეს არ გულისხმობს იმას რომ მომხმარებლებს რომლებსაც ჰქონდათ ნეგატიური საკრედიტო ისტორია მათი საკრედიტო ისტორიის სტატუსი გაუმჯობესება და ისინი მომავალში სესხებით სარგებლობას შეძლებენ, ყველა ხელშეკრულება რომელიც გაფორმებულია ფინანსურ ინსტიტუტებთან ის ხელშეკრულებები იქნება შესასრულებელი. მომხმარებლებს მოუწევთ ან გრაფიკის მიხედვით სესხის დაფარვა ან სასამართლო გზით"- განაცხადა "საზოგადოება და ბანკების"საბანკო პროდუქტების ექსპერტმა ანი ალიბეგაშვილმა.
ე.წ შავ სიაში ამ დროისთვის დაახლოებით 630 ათასი ადამიანია.