"ინფო რუსთავი" შეეცადა გაერკვია ჰქონდა თუ არა გარდაბანში მოზრდებს შორის სექსუალური და ფიზიკური ძალადობის ფაქტს ადგილი.
მოზარდის მშობელი (ვის შესახებაც ძალადობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში აიტვირთა) "ინფო რუსთავთან" აცხადებს რომ ფაქტის შესახებ მისთვის რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. მისი მოთხოვნაა მოძალადე ბავშვებმა სკოლა დატოვონ. სოფო ბურდული ასევე არ გამორიცხავს რომ შესაძლოა არასრულწლოვნებს ვინმე მფარველობს, კონკრეტულად კი ეჭვი აქვს რომ მოზარდების დანაშაულებრივ ქმედებებში ჩათრევა მიმდინაროებს და მათ სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო დავალებებს აძლევე.
სკოლის დირექტორი და სასწავლო ნაწილი კი აცხადებენ რომ მათთვის ეს ინფორმაცია დაუჯერებელი იყო, ბიჭები დღემდე მეგობრობენ და ეჭვი რომ მათ შორის როდისმე უთანხმოება იყო არ გასჩენიათ.
დღეს გარდაბნის სკოლასთან ბშობლების ნაწილმა აქცია გამართა და მოითხოვეს რომ მოზარდები რომლებიც ვიდეოში ფიგურირებდნენ და ზეწოლას ახორციელებდნენ მათ თანატოლზე სკოლა დატოვონ. დეტალები ნახეთ ვიდეოში.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამ ეტაპზე გამოძიებამ დადგინა, რომ აღნიშნული ვიდეო YouTube-ზე 2017 წლის სექტემბრის თვეში აიტვირთა, თუმცა სოციალურ ქსელში მიმდინარე წლის 20 აპრილს გავრცელდა. სამართალდამცველებმა დაადგინეს ვიდეოში დაფიქსირებული არასრულწლოვანი. დადგენილია ის პირიც, ვინც სოციალურ ქსელში ვიდეო ატვირთა, რომელიც, ასევე, არასრულწლოვანია. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ორივე არასრულწლოვანი ერთი სკოლის მეშვიდე-მერვე კლასების მოსწავლეა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 140-ე და 157-ე პრიმა მუხლების მეორე ნაწილებით დაიწყო. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.