რა ღონისძიებები დაიგეგმა 26 მაისს რუსთავში

2025-05-22 13:32:37

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 107 წლის გასვლათან დაკავშირებით რუსთავში 26 მაისს ღონისძიებები იგეგმება.

ქალაქის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ღონისძიებების მთავარი ლოკაცია თავისუფლების მოედანი იქნება.

"26 მაისს, რუსთავში, ცენტრალურ მოედანზე საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით და რუსთავის მერიის მხარდაჭერით, საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
პროგრამა:

11:00 - საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა

12:00 - 18:00 - ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევართა გამოფენა-გაყიდვა

14:00 - 15:30 - ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი

13:00 - 16:00 - გასართობი აქტივობები: ზღაპრის კუთხე, ქვიშის აუზი, ხეზე ხატვის ვორქშოფი, 3D ფაზლები

14:00 - 17:00 - ფლორისტების კუთხე

11:00 - 16:30 - სპორტული აქტივობები: გოლფის მოედანი, სამაგიდო თამაშები, კალათბურთის და ფეხბურთის მინი მოედნები

14:00 - 15:00 - ილუზიონისტის  შოუ

15:00 - 15:30 - თითების თეატრის წარმოდგენა „ექსტრავაგანსა“
ღონისძიების კულმინაცია:

17:00 - საგანგებოდ, ამ დღისთვის შექმნილი ქორეოგრაფიული შოუ

17:10 - საქართველოს ჰიმნი
გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძე

18:00 - 20:00 - საზეიმო კონცერტი
კონცერტს დაასრულებს ჯგუფი „ურსა“
მთელი დღის განმავლობაში, ღონისძიების სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ ნიკა გოგვაძე და გიორგი დიასამიძე (დიასა)",- ნათქვამია განცხადებაში.