ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, მოხსნეს

2025-05-06 12:44:32

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი თანამდებობიდან მოხსნეს.

დოხტურიშვილი ქვემო ქართლის გუბერნატორის თანამდებობას 2021 წლის 1 დეკემბრიდან იკავებდა.

ვინ იქნება მისი შემცვლელი იცნობია.

დეტალების გარკვევას "ინფო რუსთავი" საქართველოს მთავრობის კანცელარიაში ცდილობს.