თბილისის ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება.
ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, ფასადების მოწესრიგების გარდა, ავარიულ კორპუსების გამაგრებითი სამუშაოები განხორციელდება.
ქალაქის მერის, ნინო ლაცაბიძის თქმით, პროექტის ღირებულება 20 000 000 ლარია.
"ამ პროექტის ღირებულება არის 20 მილიონი ლარი, რომელიც როგორც გამაგრებით სამუშაოებს, ასევე ფასადების და შენობების ვიზუალის მოწესრიგებას მოხმარდება. თანხა მოხმარდება მწვანე ზონების და საზოგადოებრივი სივრცეების მოწესრიგებას. ვიწყებთ პირველ ეტაპს, ორ ეატაპად გვაქვს გაყოფილი პროექტი. რაც მთავარია, შევუნარჩუნებთ ავთენტურობას და კიდევ ერთი ლამაზი ქუჩა შეემატება ჩვენს ქალაქს", - განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.