რუსთავში საახალწლო განათებები ჩაირთო.
ილუმინაციები ძირითადად ქალაქის მარჯვენა სანაპიროს ქუჩებში აანთეს.
ამ მომენტისთვის განათებულია: მეგობრობის, შარტავას, მესხიშვილისა და აფხაზეთის ქუჩები, ასევე VIII მიკრორაიოში მთავარი ქუჩა.
განათებულია ცენტრალური პარკის ნაწილი და გონაშვილის სკვერი.
ამ დროისთვის უცნობია როდის აინთება ცენტრალური ნაძვის ხე.