რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2024-12-09 17:42:57

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 დეკემბერს 09:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში ზედგენიძის, ბელიაშვილის, მშენებელთა და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს;   

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.