რუსთავში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში აქტივისტი დააკავეს

2024-12-07 21:47:47

რუსთავში აქტივისტი ნიკოლოზ რატიანი დააკავეს. 

დაკავებულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, პოლიციამ რატიანი საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან წაიყვანა. მათივე განცხადებით, საგამოძიებო უწყება ბინაში შესაბამისი განჩინების გარეშე შევიდა. 

ნიკოლოზ რატიანის ოჯახის წევრები დაკავებას ახალგაზრდა ბიჭის მხრიდან პროევროპულ, “ქართული ოცნების” პოლიტიკის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში აქტიურ მონაწილეობას უკავშირებენ. 

დამატებით დეტალებს ვარკვევთ.