რუსთავში ტექნიკის მაღაზიიდან მობილური მოიპარეს

2024-12-06 17:45:40

რუსთავში, ტექნიკის მაღაზიიდან მობილური მოიპარეს.

"ინფო რუსთვის" ინფორმაციით, მაღაზია "ელიტ ელოქტრონისიდან" მობილური ტელეფონი, არასრულწლოვანმა პირმა მოიპარა.

არასრულწლოვანი, შესაბამისმა სამსახურმა, ცხელ კვალზე დააკავა.

არსებული ინფორმაციით მობილური ტელეფონი ამოღებულია ნივთმტკიცებად.