რუსთავში აბონენტების ნაწილს დენი 3 საათით გაეთიშება

2024-12-01 17:34:24

რუსთავში რამდენიმე ასეულ აბონენტს ელ. ენერგია გაეთიშება.

როგორც კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიას" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2 დეკემბერს 15:00 საათიდან 18:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს შემდეგ მისამართებზე: თბილისის, ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას, ცურტაველის, მეგობრობის, იალღუჯის მთა, გორის, ყაზბეგის I გას, ყაზბეგის II გას, ვახუშტის, ვაჟა-ფშაველას ჩ., ყაზბეგის I ჩ., ყაზბეგის II ჩ., თბილისის ქ. მ/ტ, არჯვენა სანაპირო, გოგი დოლიძის, შოთა ნიშნიანიძე.