რუსთავის მერია ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადად, წელიწადში 1000 ლარის ოდენობით დახმარებას აგრძელებს.
"ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა არის ძალადობის მსხვერპლი ფიზიკური პირების გაძლიერების ღონისძიება, რომლის მიზანია ძალადობის მსხვერპლთა ეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობა სოციალიზაციის პროცესში.
ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი ფიზიკური პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) პირი რომელიც შესაბამისი ორგანოს/სამსახურის მიერ ცნობილი იქნა დაზარალებულად და ამასთანავე, ფლობს სასამართლო ორგანოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომლითაც დასტურდება მის მიმართ ჩადენილი დანაშაული;
ბ) მსხვერპლი, რომელიც ფლობს თავშესაფარში ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტს (ხელშეკრულება და სხვა);
გ) ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის მქონე პირი, რომელსაც განცხადებით მომართვისას, ასევე მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის ან/და ძალადობის ფაქტის დადგომის მომენტში უფიქსირდება აქტიური რეგისტრაცია.
გამონაკლისს წარმოადგენს:
ა) მსხვერპლი, რომელმაც თავშესაფარი დატოვა განცხადებით მომართვამდე არაუგვიანეს 6 თვისა;
ბ) პირი რომელსაც აქვს დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ და სასამართლოს ორგანოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომლითაც დასტურდება მსხვერპლის მიმართ ჩადენილი დანაშაული, მოძალადე ცნობილი იქნა დამნაშავედ და გადაწყვეტილების გამოტანიდან არ არის გასული 6 (ექვსი) თვე.
დაფინანსება გაიცემა ძალადობის მსხვერპლ პირზე ერთჯერადად, წელიწადში 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით", - წერია მერიის ვებ გვერდზე.