რა ღონისძიებებს გეგმავს რუსთავის მერია საახალწლოდ

2024-11-27 13:08:01

რუსთავის მერიის ა(ა)იპ „კულტურული პროექტების მართვის ცენტრმა“ახალი წლის ღონისძიების ორგანიზებისთვისა და დაგეგმილი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად მომსახურების შესაძენად ორი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

94 630 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა ახალი წლის ღონისძიების ორგანიზებისთვის. ტენდერზე თან დართული დოკუმენტაციის გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს: ზღაპრის გმირების მომსახურება, ტამტამ შოუ, მუსიკალური ბენდის კონცერტები, სოლო შემსრულებლების მომსახურება, უფლისწულის მომსახურება, ინტერნეტ რეკლამა, საანონსო ვიდეო რგოლი, თოვლის ბაბუისა და მოცეკვავეების მომსახურება, 5000 ცალი საბავშვო ტკბილეული, ფეიერვერკი და სხვადასხვა საახალწლო დეკორაციები.

122 380 ლარი დაგეგმილი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად სცენის, სცენის კონსტრუქციების, გადახურვის, აპარატურის,ინსტრუმენტების, ლედ ეკრანის, განათება-გახმოვანების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.