რუსთავში, ნიკო ნიკოლაძის ქუჩაზე, რკინიგზის სადგურთან ხანძარი იყო.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სადგურთან ცეცხლი საბურავებს გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი.
ცეცხლი ლიკვიდირებულია.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კრიმინალური პოლიციაც.