რუსთავის ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება

2024-11-21 12:30:08

გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე www.air.gov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, რუსთავის ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება.

სააგენტოს ცნობით, მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება.

"21 ნოემბრიდან საქართველოს დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და ასევე მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე  www.air.gov.ge "რეკომენდაციების" ველში",- ნათქვამია სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.