დღეს, 16 ნოემბერს, რუსთაველი გულშემატკივრებისთვის საქართველო-უკრაინის მატჩის ღია ჩვენება სპორტის სასახლეში მოეწყობა.
"რუსთავის სპორტის განვითარების ცენტრის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დასწრება თავისუფალია.
16 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის 2024/25 სეზონის ბოლო საშინაო მატჩს ბათუმში უკრაინის ნაკრებთან გამართავს. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.