რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2024-11-15 18:09:28

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ნოემბერს 15:00-დან 15:30 საათამდე აბონენტებს რუსთავში მე-19 და მე-18 მიკრორაიონების კორპუსების ნაწილს, მაღაზია მადაგონსა და 28-ე საჯარო სკოლას; 12:00-დან 15:30 საათამდე აბონენტებს მე-19 მიკრორაიონის კერძო სახლებს; 10:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს რუსთავში ლომოურის ქუჩაზე.   

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.