რუსთავში კომედიის თეატრალური ფესტივალი დაიწყო [video]

2024-11-11 20:04:26

რუსთავაში კომედიის თეატრალური ფესტივალი დაიწყო.

რიგით მე-10ფესტივალმა რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში დღეს აიღო სტარტი და 24 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ფესტივალის შინაარსი უცვლელია, თითქმის ორი კვირის განმავლობაში, რუსთავის თეატრის სცენაზე კომედიური ჟანრის სპექტაკლები იქნება წარმოდგენელი.

ფესტივალის პირველ დღეს სპექტაკლი ხულოს თატრმა წარმოადგინა.

გთავაზობთ აფიშას, რა სპექტაკლების ნახვას შეძლბთ კომედიის ფესტივალზე: 11 ნოემბერი - ხულოს პროფესიული დრამატული თეატრი - ,,სიყვარულის აგონია“ რეჟ: კოტე აბაშიძე

12 ნოემბერი - კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - ,,ცუდი ბიჭები“ - რეჟ: ანი ხიდეშელი.

13 ნოემბერი - ახალციხის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - ,,გაუგებრობა“ რეჟ: მალხაზ ასლამაზიშვილი

15 ნოემბერი - რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრი - ,,კარგად ბრძანდებოდეთ ქალბატონო“ - რეჟ: სოსო ნემსაძე

16 ნოემბერი - ქალაქის თეატრი - ,,კობა“ - რეჟ: კოკო როინიშვილი და გიორგი კიკნაძე

18 ნოემბერი - სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის მუნიციპალური თეატრი - ,,დეპუტატი დრამატურგი“ - რეჟ: მიხეილ მრევლიშვილი

19 ნოემბერი -აზერბაიჯანის თეატრი - ,,მომკალ მომკალ ჩემო კარგო“

20 ნოემბერი - ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი - ,,სათაგური“ - რეჟ: ოთარ ბაღათურია

21 ნოემბერი - რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრი - ,,ვახშამი ექსვისთვის“ - რეჟ: თეიმურაზ დვალი

22 ნოემბერი - კონკურის ახალგაზრდა რეჟისორებისთვის

23 ნოემბერი - რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრი - ,,ძალად ექიმი“ - რეჟ: გიორგი ქანთარია

24 ნოემბერი - კ.გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი - ,,მარტორქები“ - რეჟ: ზურაბ გეწაძე.