რუსთავში, შარტავას გამზირზე ერთ-ერთ კორპუსში ხანძრის გაჩენის მიზეზი, სავარაუდოდ, სიგარეტი ნამწვია.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ინფორმაციით, მე-9 სართულზე ერთ-ერთი ბინის აივანზე რბილი სავარძელი და ხის კარადა იდო, რბილ სავარძელზე სიგარეტის ნამწვი მოხვდა ცეცხლი წაეკიდა და კარადაზეც გადავიდა, რის შემდეგაც ცეცხლი მთელ სახლში გავრცელდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო მთელი კორპუსის ევაკუირება მოხდა.
ხანძრის გაჩენის დროს საცხოვრებელ სახლში არავინ იმყოფებოდა.
ფოტო: ლადო გულორდავა