რუსთაველ სტუდენტებს მგზავრობის საფასური დაუფინანსდებათ

2024-11-03 14:35:41

რუსთავის მუნიციპალიტეტს რუსთაველი სტუდენტებისთვის მგზავრობის საფასურის დასაფინანსებელი პროგრამა აქვს.

"ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები და რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე ბაკალავრის საფეხურის სტუდენტების მგზავრობის საფასურის დაფინანსებას თვეში არაუმეტეს 60 ლარის ოდენობით, რომლებიც ქალაქ რუსთავში რეგისტრირებული არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად.

კატეგორიები:

სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს;

სტუდენტი სწავლობს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უფასო ფაკულტეტზე  და მისი აკადემიური შეფასების საშუალო ქულა 81 და მეტია;

სტუდენტს აქვს 100%-იანი გრანტი და მისი აკადემიური შეფასების საშუალო ქულა 81 და მეტია;

შშმპ სტატუსის მქონე სტუდენტი;

გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირზე, რომელსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება – ქალაქი რუსთავი. 

პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა შესაძლოა მიეცეს ბაკალავრის საფეხურის სტუდენტს, თუ იგი ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგენს დოკუმენტს (სკოლის ატესტატს ან ცნობას შესაბამისი სასწავლო დაწესებულებიდან), რომლითაც დადასტურდება, რომ სკოლის დამამთავრებელი ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდა რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებაში",- ვკითხულობთ მერიის ვებ. გვერდზე.