2024-10-29 18:11:34
რუსთავსი, ლომოურის ქუჩის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "შევროლეტისა" და "ფორდის" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.