ამომრჩევლის აქტივობა რუსთავში - 20:00 საათის მონაცემები

2024-10-26 20:47:32

რუსთავში 15:00 საათისთვის საკუთარი არჩევანი 61 923 ადამიანმა დააფიქსირა, რაც დაახლოებით ამომრჩეველთა 56,6%.

ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიიდან მიაწოდეს.

შეგახსენებთ, რომ ქალაქში 57 საარჩევნო უბანია გახსნილი და 106 310 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 20:00 საათისთვის საკუთარი პოზიცია 59 500 ადამიანს ჰქონდა დაფიქსირებული.