როგორია ამომრჩევლის აქტივობა რუსთავში - 15:00 საათის მონაცემები

2024-10-26 15:15:56

რუსთავში 15:00 საათისთვის საკუთარი არჩევანი 45 716 ადამიანმა დააფიქსირა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიიდან მიაწოდეს.

ამ დროისთვის ქალაქის მასშტაბით 2 საჩივარია დაწერილი.

შეგახსენებთ, რომ ქალაქში 57 საარჩევნო უბანია გახსნილი და 106 310 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 15:00 საათისთვის საკუთარი პოზიცია 39 719 ადამიანს ჰქონდა დაფიქსირებული.