ხვალ, 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებია.
ცესკოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3 508 294 ადამიანი შეადგინა. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობის მიღებას 3 113 747 ამომრჩეველი შეძლებს.
რუსთავის მუნიციპალიტეტში 57 უბანი იმუშავებს, 4 უბანი იქნება გახსნილი პენიტენციურ დაწესებულებებში.
პენიტენციური დაწესებულებების გარდა, რუსთავის ყველა უბანზე არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდება.
რუსთავის მუნიციპალიტეტში 106 310 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
გადასატანი ყუთით 609 ადამიანი ისარგებლებს.