რუსთავში ავტომობილი დედა-შვილს შეეჯახა

2024-10-24 23:36:04

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი დედა-შვილს შეეჯახა.

თვითმხილველების თქმით, ქალს მცირეწლოვანი ხელში ჰყავდა აყვანილი და საავტომობილო გზას კვეთდა, რა დროსაც შეჯახება მოხდა.

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა დაშავებულები ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ვარკვევთ.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.