რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გარდაცვლილი 60 წლამდე მამაკაცია.
ცეცხლი მიტოვებულ შენობაში გაჩნდა, რომელსაც შუახნის კაცი საცხოვრებლად იყენებდა.
რა გახდა ცეცხლის გამომწვევი მიზეზი, უცნობია.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.