სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 ოქტომბერს:
00:45-დან 07:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში ფიროსმანის, 1 მაისის, მშენებელთა, წერეთლის, გოგებაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილში;
00:45 დან 01:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში ქალაქის საავადმყოფოს, მარი არხის დასახლებას, ახალ კორპუსებს პარკთან, ბავშვთა და ფსიქიატრულ საავადმყოფოს, ვახტან გორგასლის ეკლესიას ქალაქის საავადმყოფოსთან და მიმდებარე ტერიტორიას.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.