რუსთაველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ტურნირზე 3 მედალი მოიპოვეს

2024-10-22 11:43:26

აზერბაიჯანში გამართულ ტაეკვანდოს საერთაშორისო ტურნირზე რუსთაველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს.

ტურნირზე, რომელშიც 5 ქვეყნის 800-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა, 6 რუსთაველიდან სამმა საპრიზო ადგილის დაკავება შეძლეს.

ელიმშან ტალიბოვისა და ბაჩანა ტუხაშვილის მიერ გაწვრთნილმა სპორტსმენებმა 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

ხატია გაროზაშვილი - ოქროს მედალი, ჯუნიორი 46კგ წონით კატეგორიაში

საბა ბეგიაშვილი - ვერცხლის მედალი, ჯუნიორი 63 კგ წონით კატეგორიაში

მარიამ ჯულაღიძე - ვერცხლი, 65 კგ წონით კატეგორიაში