რუსთავის დასვენებისა და კულტურის ცენტრალურ პარკში კანოე-კაიაკის ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალზე ერთმანეთს 2009, 2010 და 2011 წელს დაბადებული გოგოები და ბიჭები 200 მეტრიან დისტანციაზე შეეჯიბრნენ, როგორც კანოეში, ისე კაიაკში 1 და 2 ადგილიან გაცურვებზე.
აქტივობაში 4 ქალაქის რუსთავის, მცხეთის, დუშეთისა და თბილისის 40-მდე სპორტსმენი იყო ჩართული.
საპრიზო ადგილის მფლობელებს სიგელები, თასები, მედლები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.