რუსთავის ახალი სასაფლაოს მიმართულებით მგზავრებს N10 მუნიციპალური ავტობუსი მოემსახურება.
აღსანიშნავია, რომ ავტობუსი მგზავრებს შაბათ-კვირას უფასოდ გადაიყვანს.
მუნიციპალური ტრანსპორტი თამარ მეფის მოედნიდან გავა და შარტავას, მეგობრობის, კოსტავას გამზირებს, რუსთაველის, დავით გარეჯის ქუჩებს გაივლის და ახალ სასაფლაოებამდე მივა.