კაცი, რომელსაც ეძებდნენ, იპოვეს

2024-10-05 17:21:00

ბუხუტი (ვაჟა) გორგაძეს, რომელიც გუშინ დელისის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა, იპოვეს.

ინფორმაციას ამის შესახებ მისი შვილი ავრცელებს.

"მეგობრებო, ვიპოვეთ! დიდი დიღმისკენ ტაქსისტისთვის უთქვამს, ესა და ეს ვარ, და დავიკარგეო. ახლა მოიყვანეს  სახლში. ძალიან დაღლილი და დაბნეულია, მაგრამ ცოცხალია.

დამირეკა ძალიან  ბევრმა უცნობმა ადამიანმა და მეუბნებდნენ, სად, და როდის ნახეს. მთელი ღამე, უწყვეტად, ეძებდა პოლიცია ქალაქის ყველა კუთხე-კუნჭულში. არ ვიცი, ამდენი ყურადღების და დახმარებისთვის როგორ გადაგიხადოთ მადლობას  ყველას, ვინც შეწუხდა, ვინც გვამხნევებდა და გვერდში გვედგა! ყველა გამოწვევა და გაჭირვება კეთილად დაგსრულებოდეთ!" - წერს მისი შვილი ნათია გორგაძე.