რუსთავში ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა [photo]

2024-10-05 10:59:01

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ნისანისა" და "ბე-ემ-ვეს" მარკის ავტომობილები შეეჯახა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.