ისნისა და სპორტის სასახლის გარდა, კიდევ რა მიმართულებაზე მოხდება რუსთავიდან მგზავრების გადაყვანა

2024-10-02 17:30:39

24 სექტემბრიდან ქალაქის მიერ შეძენილი ახალი ავტობუსების ნაწილი რუსთაველებს სპორტის სასახლის მიმართულებით ემსახურება.

მგზავრების ამ მიმართულებაზე გადაყვანას ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ოტოკარის" პირველ ეტაპზე მოწოდებული 25 ერთეული ავტობუსი უზრნუველყოფს.

თუმცა "ოტოკარმა" რუსთავს 45 ერთეული სატრანსპორტო საშუალება კიდევ უნდა მოაწოდოს, რითაც კიდევ სამი მარშრუტის ათვისება მოხდება.

დარჩენილი სამი მარშტურებია: სადგურის მოედანი, დიდუბე და მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია.