საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთავი-თბილისის ავტობანზე მოძრაობა აღდგა.
ყველა სახის ავტომობილს შესაძლებლობა აქვს თავისუფლად გადაადგილდეს რუსთავიდან თბილისის მიმართულებით.
შეგახსენებთ, რომ ავტობანზე, კრწანისის ტყეპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორცილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა, პროდუქცია, რომელის გადაჰქონდა, გზაზე მიმოიფანტა, ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.
სწორედ ამიტომ რამდენიმე საათის განმავლობაში რუსთავიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული იყო.