რუსთავში, შარტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
თვითმხილველების თქმით, შარტავას გამზირზე გოგონა ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას "აუდის" მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც "კლინიკა რუსთავში" "ინფო რუსთავს" უთხრეს, არასრულწლოვანს მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა მიღებული და მან კლინიკა საკუთარი გადაწყეტილებით დატოვა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.