რუსეთში 7.0 ბალიანი მიწისძვრა მოხდა

2024-08-18 11:32:06

რუსეთში 7.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას აშშ-ს გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გუშინ მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან 88 კილომეტრში იყო. მისი სიღრმე 6 კილომეტრს შეადგენდა.

აშშ-ის ხელისუფლებამ ცნობის საფუძველზე ცუნამის საფრთხე გამოაცხადა.