რამდენი მგზავრი გადაიყვანა რუსთავის მუნიციპალურიმა ავტობუსებმა 6 თვეში

2024-07-11 16:05:55

რუსთავი მუნიციპალური ავტობუსები 1 იანვრიდან 1 ივლისამდე 3 920 720 მგზავრს მოემსახურა.

ამის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოდან მიაწოდეს.

მათ მიერ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით თვეების მიხედვით მგზავრთა გადაყვანილი რაოდენობა ასე ნაწილდება.

იანვარი - 563 557

თებერვალი - 621 469

მარტი - 683  624

აპრილი - 732 719

მაისი - 649 372

ივნისი - 669 979

ავტოსატრანსპორტო საწარმოდან მოწოდებული ინფორმაციითვე, მას შემდეგ, მარტიდან, რაც უბილეთო მგზავრების კონტროლი დაიწყეს, კონტროლიორებმა ჯარიმა 627 მგზავრს გამოუწერეს.