რუსთავში 7 სალონი შეამოწმეს, 3-ს შენიშვნა დაუწერეს

2024-04-03 20:16:09

მარტის თვეში რუსთავში ააიპ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრმა პირველადი შემოწმება 7 სალონში ჩაატარა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ლალი დეკანოსიძემ განუცხადა.

მისი თქმით, სალონების შემოწმების შემდეგ 7 აქტი დაიწერა. აქტებთან ერთად სამი სალონის შემთხვევაში 3 შენიშვნა დაიწერა.

ლალი დეკანოსიძის განცხადებით, სალონებს მიეცათ დრო არსებული შენიშვნების გამოსასწორებლად, რის შემდეგაც ხელმეორედ გადამოწმდებიან.

ცნობისთვის, 2023 წლის მარტიდან ქალაქის მასშტაბით მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრების სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას ამოწმებენ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები