რუსთავში, მდინარე მტკვარში მოზარდის საძიებო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს [video]

2025-09-16 19:56:46

რუსთავში, მდინარე მტკვარში 16 წლის ბიჭის სამძებრო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მაშველებმა და მყვინთავებმა წითელ ხიდამდე მდინარის კალაპოტი დაათვალიერეს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ 14 სექტემბერს დილის საათებში მარცხენა და მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი ხიდის მოაჯირზე გადაკიდებული მაისური დაინახა.

არსებული ინფორმაციით, ხიდის ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა ზედასთან ერთად იპოვეს მობილური ტელეფონი და ყურსასმენები.

შეგახსენებთ, რომ 16 წლის რეზო დათაშვილი 14 სექტემბერს გაუჩინარდა და მას შემდეგ ეძებენ.