ტკივილი სამედიცინო მიმართვიანობისა და კონსულტაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია მთელ მსოფლიოში.
მწვავე ტკივილი ყველაზე ხშირად განცდილი გრძობაა, ის სტრესის ძირითადი კომპონენტია. ტკივილი თან ახლავს ტრავმას, ქირურგიულ ჩარევებსა და მწვავე დაავადებებს. ტკივილი მხოლოდ მენტალური ტანჯვა არ არის, ის უარყოფით გავლენას ახდენს პაციენტის ზოგად აქტივობაზე და ფუნქციონალურ დატვირთვაზე.
დღეისათვის კარგადაა ცნობილი, რომ ქრონიკულ ტკივილს შეუძლია დეპრესიის, შფოთვისა და ქცევებში ცვლილებების გამოწვევა, თუმცა მიუხედავად ამისა, შესაძლებელია ქრონიკული ტკივილის როგორც ეფექტური მართვა, ასევე პრევენცია. ქრონიკული ტკივილების მიზეზებზე, რეკომენდაციებზე და მათ მართვასთან დაკავშირებულ დეტალებზე ინფო რუსთავს - ''მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის'', ტკივილის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ რთველიაშვილი ესაუბრა.
''ქრონიკული ტკივილის მართვის სამსახური უცხოეთში არის ძალიან პოპულარული, რადგან მას ბევრი ადამიანი მიმართავს. ყველაზე გავრცელებულია ხერხემლის ტკივილები, ეს თანამედრივე ცივილიზაციის დაავადებაა. ზურგის ტკივილი, აქედან ყველაზე ხშირია ზურგის ქვედა ნაწილის ანუ წელის ტკივილი. საქართველოში ამის სტატისტიკა არ ჩატარებულა, მაგრამ თვეში მინიმუმ 50 პაციენტი მაინც მომმართავს ამ პრობლემით. ჩემს გარდა არის რამოდენიმე ექიმი, რომელიც ქრონიკული ტკივილის მართვით არის დაკავებული, მაგრამ ამ სამსახურის სისტემატიზაცია ჯერ არ მომხადარა და გვაქვს ძალიან დიდი სურვილი რომ საქართველოში ეს დარგი ჩამოყალიბდეს.'' - აცხადებს ექიმი.
ექიმი ხერხემლის სწორად მოვლის აუცილებლობას უსვამს ხაზს. მისივე თქმით, ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები ისეთ ადამიანებში იკვეთება, რომლებსაც პროფესიიდან და ცხოვრების წესიდან გამომდინარე ხანგრძლივად ჯდომა უწევთ. ხერხემლის ტკივილები ხშირად სპორტსმენებშიც გვხვდება, ამიტომ ამ ადამიანებისვთის ხერხემლის სწორად მოვლა აუცილებელია.
''ხერხემლის ტკივილი ყველაზე ხშირი მიზეზია ქრონიკული ტკივილისა და დესოციალიზაციის. ადამიანებში, როიმლებიც საოფისე მუშაობას ეწევიან, რომლებსაც უწევთ ხშირად ჯდომა, მძღოლები, არ არის სწორად ჯდომის კულტურა. ეს საკითხი გლობალურადაა გადასაწყვეტი, ვისაც პროფესია აქვს ისეთი, რომლის პროფესიული დაავადებაც არის ხერხემლის დაზიანება, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს გავლილი ტრენინგი, უნდა იცოდეს სწორად ჯდომა და დატვირთა. ცალკე კონტინგენტია სპორტსმენები, რომლის ტრენერებსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეთ გავლილი ტრენინგი ხერხემლის სწორი განვითარების დარგში. მე მყოლია პაციენტები, რომლებიც არიან ძალიან ძლიერი სპორტსმენები, რომლებსაც ჰქონდათ ძალიან დიდი კუნთური მასა და კვლევისას აღმოჩნდა, რომ ხერხემალი კუნთურ მასასთან შედარებით არის ძალიან განუვითარებელი, სუსტი და ამ პაციენტს სამწუხაროდ მოუწია სპორტისთვის თავის დანებება, მიუხედავად იმისა, რომ პერსპექტიული იყო. ხერხემალს აქვს ფიზიოლოგიური წელის ლორდოზი, ფიზიოლოგიური გულ-მკერდის კიფოზი და კისრის ლორდოზი - ეს არის ხერხემლის ფიზიოლოგიური ფორმა, რაც უზრუნველყოფს ხერხემლის ამორტიზაციას და სწორად ჯდომა არის იმის საფუძველი, რომ ორ მალას შორის არ განვითარდეს ტკივილი. ორ მალას შორის, დაახლოებით 10 სხვადასხვა მიზეზი არსებობს ტკივილის.'' - ამბობს ნიკოლოზ რთველიაშვილი.
ექიმი ასევე ონკოლოგიურ ტკივილზეც საუბრობს.
''ონკოლოგიური ტკივილი არის ერთ-ერთი ძალიან აქტუალური საკითხი. ესენი ის ადამიანები არიან, რომლებმაც გადაიტანეს დიდი ოპერაცია, განიკურნენ ონკოლოგიური დაავადებისგან, მაგრამ ცხოვრების ხარისხი აქვთ დაბალი, რადგან მათ დარჩათ ონკოლოგიური ტკივილი. რთული მოსასმენია, თუმცა მათ ხშირად უთქვამთ, რომ ჯობდა სიმსივნეს მოეკლათ ისინი, ვიდრე ეს ტკივილები დარჩენოდათ. ასეთი ადამიანები სოციუმიდან გარიყულნი არიან, თვითონვე არ აქვთ ხალისი. მეორე პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ონკოლოგიური დაავადება და ოპერაციას არ ექვემდებარებიან, აქვთ დარჩენილი სიცოცხლის გარკვეული პერიოდი და მათ აქვთ უფლება, რომ ეს პერიოდი გაატარონ ტკივილის გარეშე და მოღიმარი სახეებით იყვნენ თავიანთ საყვარელ საზოგადოებაში.'' - აღნიშნავს ექიმი.
ექიმი ნიკოლოზ რთველიაშვილი ''მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის'' ქრონიკული ტკივილის მართვის სამსახურის შესახებ დეტალებსაც გვაცნობს.
''ტკივილის მართვის სამსახური უწევს კოორდინაციას ოპერაციის შემდგომი მწვავე ტკივილების მართვასაც. რაც გულისხმობს იმას, რომ ოპერაციის შემდგომი ტკივილები სათანადოდ უნდა იყოს ნამართი, წინააღმდეგ შემთხვევაში იზრდება შანსი, რომ ასეთ პაციენტს დარჩეს ოპერაციის შემდგომი ქრონიკული ტკივილი. არის გარკვეული შემთხვევები, როდესაც სათანადოდ ნამართი ოპერაციის შედგომი ტკივილების შემთხვევაშიც ხდება ქრონიკული ტკივილების ჩამოყალიბება, იმიტომ რომ ყველა პაციენტი ვერ იცავს რეჟიმს, მითუმეტეს საქართველოს პირობებში და შიძლება მაინც დარჩეს ქრონიკული და სწორედ ამ ტკივილის მართვას უზრუნველყოფს ტკივილის მართვის სამსახური. რაც შეეხება ჩვენს მორვაწეობას ''მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში'', მოგეხსენებათ ეს არის საქართველოში უმსხვილესი ონკოლოგიური ცენტრი, სადაც კეთდება ყველანაირი ტიპის ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, ოპერაციები ტარდება კისრიდან დაწყებული ყველა სისტემასა და ორგანოზე, კეთდება ძალიან დიდი მასშტაბის ოპერაციები და ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მწვავე ტკივილის მართვა და პაციენტების შემდგომი მონიტორინგი, რომ მათ არ ჰქონდეთ ქრონიკული ტკივილები. პაციენტების რაოდენობა საკმაოდ დიდია, ჩვენ ტრენინგები გავლილი გვაქვს უცხოეთის ქვეყნებში და ვცდილობთ, რომ უფროდაუფრო თანამედროვე მეთოდებით მოვახდინოთ ჩვენი პროცედურების შესრულება'' - უცხადებს ინფო რუსთავს ''მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის'' ქრონიკული ტკივილის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რთველიაშვილი.