2024-01-15 15:21:12
აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბინაგადის რაიონში მდებარე ერთ-ერთ სახელოსნოში ძლიერი აფეთქება მოხდა.
როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, დაღუპულია ორი ადამიანი. არიან დაშავებულებიც.
შემთხვევის ადგილზე 15 სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.
ამ ეტაპზე, დამატებითი ცნობები არ ვრცელდება.