"სიცხის დამწევი საშუალებაც არ სჭირდება"

2024-01-11 13:38:06

უფ­რო­სებ­ში 38 გრა­დუს­ზე მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, 5 დღე­ზე მეტ­ხან­საც გაგ­რძელ­დეს, თა­ვის, სახ­სრე­ბის, კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი და სა­ერ­თო სი­სუს­ტე, ბავ­შვებ­ში - მო­თენ­თი­ლო­ბა, ხან­გრძლი­ვი ძილი, საკ­ვებ­ზე უა­რის თქმა - ეს არის ძი­რი­თა­დი სიმპტო­მე­ბი, რაც წელს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გრი­პის ვირუ­სე­ბის­თვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი.

იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი ივა­ნე ჩხა­ი­ძე მე­დი­ას­თან ამ­ბობს, რომ ამ­ჟა­მად გავ­რცე­ლე­ბუ­ლია გრი­პის ორი ტი­პის ვირუ­სი - H1N1 და H1N2. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა პიკს იან­ვრის ბოლო ორ კვი­რა­ში მი­აღ­წევს.

პე­დი­ატ­რე­ბი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, რომ პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა საგ­რძნობ­ლად გაზ­რდი­ლია, ასე­ვე შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ შე­საძ­ლოა, მალე სა­წოლ­ფონ­დი გა­და­იტ­ვირ­თოს, რად­გან ბავ­შვე­ბის დიდი ნა­წი­ლის შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია სტა­ცი­ო­ნარ­ში მკურ­ნა­ლო­ბა.

შეშ­ფო­თე­ბას არ იზი­ა­რებს ცნო­ბი­ლი პე­დი­ატ­რი თე­მურ მი­ქე­ლა­ძე. ის Ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ მარ­თა­ლია, პა­ცი­ენ­ტე­ბის მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა გაზ­რდი­ლია, მაგ­რამ სა­ერ­თო სუ­რა­თი არ შეც­ვლი­ლა, რად­გან იგი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბაა ყო­ველ წელს, რაც ზო­მი­ე­რი კლი­მა­ტის ქვეყ­ნე­ბის­თვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი.

თე­მურ მი­ქე­ლა­ძე:

- დიახ, გა­ი­ზარ­და მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა, მაგ­რამ ამ სე­ზონ­ზე ყო­ველ­თვის იმა­ტებს ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად, გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბი. ასე იყო 5 წლის წი­ნაც და შემ­დე­გი ხუთი წე­ლიც ასე იქ­ნე­ბა. არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ ხდე­ბა.

წელს, უფრო მე­ტად ცირ­კუ­ლი­რებს H1N1 ტი­პის ვირუ­სი, რო­მელ­საც ახა­სი­ა­თებს მა­ღა­ლი ცხე­ლე­ბა, ზო­გა­დი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ნიშ­ნე­ბი, ხვე­ლა, ყე­ლის ტკი­ვი­ლი. სი­ცხე გრძელ­დე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 5-7 დღე. შემ­დეგ ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. მაგ­რამ, შე­საძ­ლოა იყოს რიგი გარ­თუ­ლე­ბე­ბე­ბიც, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვებ­ში. ამის­თვის მათ უნდა ჩა­უ­ტარ­დეთ გრი­პის ვაქ­ცი­ნა­ცია.

- ხში­რად გვეს­მის, რომ წელს ვირუ­სი ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბით რთულ­დე­ბა.

- ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბით რთულ­დე­ბა გრი­პის ყვე­ლა ვირუ­სი, ამას სჭირ­დე­ბა მო­ნი­ტო­რინ­გი, რომ ვირუსს თან არ ახ­ლდეს ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცია. რაც მო­ი­თხოვს ან­ტი­ბი­ო­ტი­კის ჩარ­თვას მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში. რთულ­დე­ბა ისე, რო­გორც რთულ­დე­ბო­და აქამ­დეც, გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვას­თან არ გვაქვს საქ­მე.

- თუმ­ცა ვკი­თხუ­ლობთ შეშ­ფო­თე­ბულ კო­მენ­ტა­რებს, რომ შე­საძ­ლოა სა­წოლ­ფონ­დი გა­და­იტ­ვირ­თოს, რად­გან ბავ­შვე­ბის დიდი ნა­წი­ლი კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა. თქვე­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ბევ­რს და­ჭირ­და სტა­ცი­ო­ნარ­ში მო­თავ­სე­ბა?

- ამ სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე ასე­ულ პა­ცი­ენტს ვუმ­კურ­ნა­ლე და მათ­გან მხო­ლოდ ორი-სამი ბავ­შვი მო­ვა­თავ­სეთ კლი­ნი­კა­ში. პნევ­მო­ნი­ით არა­ვინ და­მიწ­ვე­ნია, რად­გან ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა იმარ­თე­ბა ბი­ნის პი­რო­ბებ­ში, ასე­თი რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი შემ­თხვე­ვა მქონ­და.

ზო­გა­დად, ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბაა, რომ ცხე­ლე­ბის გამო არ უნდა და­აწ­ვი­ნო პა­ცი­ენ­ტი კლი­ნი­კა­ში. და ის სა­წოლ­ფონ­დი უნდა შე­ვი­ნა­ხოთ მძი­მე პა­ცი­ნე­ტე­ბის­თვის. ორი და ოთხდღი­ა­ნი ცხე­ლე­ბის გამო არ უნდა ხდე­ბო­დეს პა­ცი­ენ­ტის მო­თავ­სე­ბა კლი­ნი­კა­ში, თუ ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. ცხე­ლე­ბა არის ორ­გა­ნიზ­მის დამ­ცვე­ლო­ბი­თი რე­აქ­ცია, თუ გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი ცნო­ბი­ლია და სწო­რედ არის მარ­თუ­ლი, სი­ცხის დამ­წე­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაც არ სჭირ­დე­ბა ბავ­შვს 39 გრა­დუ­სამ­დე.

თუ პა­ცი­ენტს ანამ­ნეზ­ში აქვს რა­ი­მე ქრო­ნი­კუ­ლი პა­თო­ლო­გია, გულყრა ან ნევ­რო­ლო­გი­უ­რი დარ­ღვე­ვე­ბი, უფრო ნაკ­ლებ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზეც ვი­ყე­ნებთ დამ­წევ სა­შუ­ა­ლე­ბას.

მთა­ვა­რია სიმ­შვი­დე, როცა მშო­ბე­ლი მშვი­დად არის და არ აყ­ვე­ბა პა­ნი­კას, ბავ­შვიც ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის სე­ზონ­ზე დრო­უ­ლად მორ­ჩე­ბა. ამი­ტომ ჯო­ბია სახ­ლში ვუმ­კურ­ნა­ლოთ, ვიდ­რე სტრე­სულ გა­რე­მო­ში, ორ კვად­რა­ტულ სივ­რცე­ში. კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, თუ არ გვაქვს კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბით გარ­თუ­ლე­ბა, ნევ­რო­ლო­გი­უ­რი დარ­ღვე­ვე­ბი, რო­მელ­საც თან ახ­ლავს ლე­თარ­გია, გო­ნე­ბის და­ბინ­დვა და ბავ­შვი კონ­ტაქ­ტში ვერ შე­მო­დის. ამ დროს მშო­ბელ­მა დრო­უ­ლად უნდა მი­მარ­თოს კლი­ნი­კას და ექი­მი გა­და­წყვეტს, სა­ჭი­როა თუ არა მისი სტა­ცი­ო­ნარ­ში მო­თავ­სე­ბა.

გრი­პის ვირუ­სის დროს, თუ გა­მო­ხა­ტუ­ლია სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბის ნიშ­ნე­ბი, რაც მერ­ყე­ობს 40-60-მდე, ამ დრო­საც აუ­ცი­ლე­ბე­ლია დრო­უ­ლი ჰოს­პი­ტა­ლიცაზია. მდგო­მა­რე­ო­ბას შე­საძ­ლოა თან ახ­ლდეს ნაწ­ლავ­თა გახ­ში­რე­ბუ­ლი მოქმდე­ბა, ღე­ბი­ნე­ბა, სის­ხლი­ა­ნი დი­ა­რეა, ამ დროს გა­უ­წყლოვ­ნე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, რა თქმა უნდა, მშობ­ლე­მა ექიმს უნდა მი­მარ­თოს.

- ბა­ტო­ნო თე­მურ, ამ­ბო­ბენ, რომ კონ­კრე­ტუ­ლად ამ ვირუ­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ან­თე­ბა ფილ­ტვებ­ში არ ის­მი­ნე­ბა, რო­დის დგე­ბა რენტგე­ნის გა­და­ღე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა?

- ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა, ძი­რი­თა­დად ვირუ­სუ­ლი ეტი­მო­ლო­გი­ის არის ხოლ­მე, ისიც უნდა იმარ­თოს ბი­ნის პი­რო­ბებ­ში. რო­დე­საც სა­ხე­ზეა რეტ­რაქ­ცია, სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბის ნიშ­ნე­ბი, ამის შემ­დეგ ვა­კე­თებთ რენტგე­ნო­ლო­გი­ურ კვლე­ვას და შემ­დეგ ვწყვეტთ, სად იმ­კურ­ნა­ლებს პა­ცი­ენ­ტი.

- მშო­ბელ­თა ჯგუ­ფებ­ში ხში­რად წე­რენ ქა­ლე­ბი, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბავ­შვს ექიმ­მა ან­ტი­ბი­ო­ტი­კი და­უ­ნიშ­ნა, არ ას­მე­ვენ, რად­გან თით­ქოს შიში გაჩ­ნდა ან­ტი­ბი­ო­ტი­კის მოხ­მა­რე­ბის მი­მართ.

- ბოლო დროს ძა­ლი­ან მო­ი­მა­ტა ან­ტი­ბი­ო­ტი­კურ­მა რე­ზის­ტენ­ტო­ბამ, რაც ბევ­რად უფრო უა­რე­სია და შე­იძ­ლე­ბა აღ­მოვ­ჩნდეთ პრე­ან­ტი­ბი­ო­ტი­კურ ერა­ში, რაც ხდე­ბო­და მე-19 სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს და მე-20 - ის და­სა­წყის­ში. თუ ექი­მი ნიშ­ნავს ან­ტი­ბი­ო­ტიკს, მა­შინ უნდა მივ­ცეთ, მაგ­რამ ხვე­ლას არ სჭირ­დე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა, თუ გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი ცნო­ბი­ლია. ამ დროს მთა­ვა­რია ბავ­შვის სი­თხე­ე­ბით დატ­ვირ­თვა და ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბა. სა­ერ­თოდ ვირუ­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში უმ­ჯო­ბე­სია, მდგო­მა­რე­ო­ბა ერთხელ მა­ინც შე­ა­ფა­სოს ექიმ­მა.