ხონში, სოფელ გოჩაჯიხაიში 63 წლის კაცი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, მეზობელმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მას ჭრილობა დანით, გულის არეში მიაყენა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ბრალდებული დაკავებულია და მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.