კაცი, რომელიც რუსთავში შვილის გერზე ძალადობისთვის დააკავეს, თავისუფალია

2022-07-09 13:47:19

65 წლამდე კაცი, რომელიც რუსთავში შვილის გერზე ძალადობისთვის დააკავეს, თავისუფალია.

მამაკაცი რუსთავის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე მადონა მაისურაძემ მიიღო.

კაცის ადვოკატის, ნანა ჯახველაძის თქმით, მაისურაძემ ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან, ყველანაირი აღკვეთი ღონისძიების გარეშე გაათავისუფლა.

"გაათავისუფლეს ყოველგვარი აღკვეთის გარეშე. მიხვდა მოსამართლე, რომ პროვოკაცია იყო მის მიმართ. საკმაოდ სამართლიანი მოსამართლეა და მართლაც რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხად დაცვის მხარემ.

მისივე თქმით, საქმეში მხოლოდდამხოლოდ დაინტერესებული პირების ჩვენებები იდო.

"ინფო რუსთავი" მეტი დეტალის გასარკვევად სახელმწიფო ბრალდებასთან დაკავშირებასაც ცდილობს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, რუსთავში ბავშვზე ძალადობის ბრალდებით მისი მამინაცვლის მამა დააკავეს. მეზობლების ნაწილის თქმით, კაცმა 9 წლის ბიჭს ათობით ადამიანის თანდასწრებით, კორპუსის ეზოში სცემა. აღნიშნულს უარყოფდა დაკავებული მამაკაცის ოჯახი.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები