რუსთავში ბავშვზე ძალადობის ბრალდებით მისი მამინაცვლის მამა დააკავეს [photo]

2023-07-07 23:23:53

რუსთავში 9 წლის ბიჭზე ძალადობის ბრალდებით მისი მამინაცვლის მამა დაკავეს. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. [ვიდეო/video]

როგორც თვითმხილველმა, რუსკა მჭედლიძემ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, კაცმა ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ათობით ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვნების თვალწინ წააქცია და მას წიხლები ურტყა. თავდაპირველად, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია სოციალურ ქსელში სწორედ რუსკა მჭედლიძემ გაავრცელა, რის შემდეგაც პოლიციამ გამოძიება დაიწყო. 

ბრალდებებს უარყოფს 9 წლის ბიჭისა და დაკავებული მამაკაცის ოჯახი. როგორც "ინფო რუსთავს" ბავშვის დედამ განუცხადა, მის შვილზე არც მამამთილის და არც ოჯახის რომელიმე სხვა წევრის მხრიდან, ფიზიკურ ძალადობას ადგილი არასდროს არ ჰქონია.

რუსთავის პოლიციამ საქმეზე რამდენიმე თვითმხილველი გამოკითხა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ოჯახში ძალადობის, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები